ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” ხაშურის რაიონში განთავსებულ დროებით იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნებით, ელექტროტექნიკით და სააკვებით დაეხმარა

27.01.2010

 

 

დევნილი მოსახლეობის განსახლების სხვა ადგილებთან შედარებით ხაშურის N 2 საბავშვო ბაღში და ხაშურის პროფ.ტექ. სასწავლებელში განთავსებულთა სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით  სავალალოა, მოსახლეობის უმეტესობა დიდი ლიახვის ხეობის წარმომადგენელია, რომელთაც ხეობა სრულიად მოუმზადებლად, პირადი ნივთების გარეშე დატოვეს. გათვალისწინებით ამ გარემოებისა ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” მიერ 72 ოჯახისთვის ჩატანილი იქნა აუცილებელი ნივთების კომპლექტი (საბნები, ბალიშები, ელეტროტექნიკა, სამზარეულოს აღჭურვილობა და საკვები) რამაც დევნილი მოსახლეობა ძალიან გაახარა.

 

 

 

ნინო კიკნაველიძე
სამოალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი