ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე

26.11.2013

24 ნოემბერს დედა ენის ბაღში გაიმართა ქუჩია აქცია-ფესტივალი “მიმართულება => ევროკავშირი”. 

„მიმართულება => ევროკავშირი” იყო  გზავნილი, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომ საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი  ევროპული ოჯახია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ საქართველოში ევროპის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ფონდები. ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო” წარმოადგინა ევროკავშირთან დაკავშირებული პუბლიკაციები: „ აღმოსავლეთის პარტნიორობა”, „გზა ევროკავშირისკენ” და „გზა ღია ევროპისკენ”.

აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა კიევში მიმდინარე აქციებისადმი და სპეციალურად, უკრაინის დროშაც გამოფინეს.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „ევროპის ალუმნების გაერთიანება” და „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი-საქართველო”. 

აქცია-ფესტივალი წინ უსწრებდა ვისნიუსის სამიტს, სადაც 28-29 ნოემბერს დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.

იხილეთ ფოტოგალერეა