ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

25.01.2010

ფონდიღია საზოგადოებასაქართველოაცხადებს კონკურსს
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის
მენეჯერის თანამდებობაზე

თანამდებობა: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის  პროგრამის მენეჯერი
ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი  
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  7 დეკემბერი, 12:00 საათი
სამუშაოს დაწყების თარიღი: 15 თებერვალი

ანგარიშგება:  პროგრამის მენეჯერი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები პროგრამის ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი; პროგრამის მიმართულებების კოორდინირება; საგრანტო და ოპერაციული პროექტების ზედამხედველობა; პროგრამის საქმიანობის ანგარიში. 

ძირითადი ვალდებულებები: 
-პროგრამის  სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
-პროგრამის სტრატეგიის შემუშავება;
-პროგრამის სფეროში მომუშავე ძირითადი აქტორების პროფილის ანალიზი და დახასიათება;
-პროგრამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
-პროგრამის მიმართულებების მონიტორინგი და შეფასება;
-პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შედეგების მონიტორინგი;
– საგრანტო განაცხადებების ანალიზი და პირველადი შეფასება;
-გრანტის მიმღებებთან  გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
– პროგრამის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
-სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების სფეროში ან მონათესავე დისციპლინაში (მაგისტრის ხარისხი);
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარჩვევები:

  • ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილება;
  • მენეჯერული საქმიანობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
  • პროგრამის სფეროში ქვეყანაში არსებული ტენდენციების ხედვა;
  • პერსონალის მართვის უნარ-ჩვევები და შესაბამისი გამოცდილება;
  • სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;
  • პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • გრანტების გაცემის ან მართვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

ანაზღაურება: 
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • 1. სამოტივაციო წერილი;
    2.ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაციასაფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
    3.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    4.ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ორგანიზაციის სახელწოდება, თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).

დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ფონდის სამდივნოში ან ელფოსტით  მისამართზე: hr@csf.ge ფონდში წარმოდგენილი დოკუმენტების კონვერტზე, ან  ელფოსტით გადმოგზავნილი წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, აპლიკანტის სახელი და გვარი.

გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან ისინი აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

ფონდის მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 7 დეკემბერი, 12:00 საათი. 

შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება (პირველ იანვრამდე) მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.:
(+995 32) 25 04 62, (+995 32) 25 04 63, (+995 77) 47 11 63
საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.