ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. ვრცლად…

27.01.2010

 

თანამდებობა:   საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 22 იანვარი, 12:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები: სხვადასხვა საკომუნიკაციო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, ფონდის  შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის.

ძირითადი ვალდებულებები:

 

  • საზოგადოებასთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია;
  • ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
  • შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, სხვადასხვა კომუნიკაციური აქტივობების (პრესკონფერენციები, კონფერენციები, აქციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები) დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • ინფორმაციული ხასიათის ბეჭვდითი პუბლიკაციების (თემატური ბუკლეტები, ბროშურები) შექმნა და მათი მიზნობრივი გავრცელება;
  • ტელე, რადიო გადაცემებში კომპანიის წარმომადგენლების გამოსვლების ორგანიზება;
  • კომპანიის შესახებ ინტერვიუების და სტატიების ორგანიზება ბეჭვდით მედიაში;
  • ჟურნალისტური ქსელის შექმნა, მისი მუდმივი განახლება;
  • მასმედიასთან ურთიერთობა;
  • კომპანიის ონლაინ კომუნიკაციაზე ზრუნვა (ვებგვერდის განახლება, ინფორმაციის შექმნა ვებგვერდისათვის);
  • სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის;
  • გრანტიორ ორგანიზაციების ღონისძიებებზე ფონდის ეფექტურად წარმოჩინებაზე ზრუნვა;
  • შიდაორგანიზაციულ ურთიერთობაზე ზრუნვა;
  • ტელე, რადიო და პრესარქივის შექმნა;
  • კონსულტანტ სააგენტოსთან ურთიერთობა კომუნიკაციის სფეროში.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება:
უმაღლესი განათლება. სასურველია სამაგისტრო ხარისხი მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში.  

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

 

  • მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
  • PR-ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • PR-კამპანიების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება;
  • ჟურნალისტიკისა საფუძვლების და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;
  • რეკლამისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
  • საჯარო გამოსვლების ორგანიზებისა და კოორდინაციის – პრესკონფერენციების, ბრიფინგების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფონდის თანამშრომელთა ინტერვიუების ორგანიზების უნარი;
  • საქმიანი მიმოწერის წესების ცოდნა;
  • პრესრელიზების, საინფორმაციო განაცხადების, კორპორატიული ბიულეტენების, წლიური ანგარიშების და სხვა ბეჭდური მასალის (ბიოგრაფიებისა და საინფორმაციო  ფურცლების) მომზადების უნარი;
  • ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება. 

ანგარიშგება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელ დირექტორთან. 

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა ფონდის სამდივნოში  უნდა წარმოადგინონ ქვემოთმოყვანილი დოკუმენტები (სასურველია ქართულ ენაზე):

1. სამოტივაციო წერილი;
2. ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
3. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ნომრები.
ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ იმყოფება თბილისში.

კონვერტზე  მიუთითეთ თქვენი სახელი და ვაკანსიის დასახელება.გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან ისინი აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.   

ფონდის მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 22 იანვარი, 12:00 საათი. 

შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამოდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება (პირველ მარტამდე) მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს . საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.:
(+995 32) 25 04 63, (+995 32) 25 05 92; (+995 77) 47 11 63;
ელ.ფოსტა: hr@csf.ge
საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი