ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” იწყებს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული პროგრამის განხორციელებას. პროგრამა მხარს დაუჭერს ინოვაციურ, აქტუალურ და ანალიტიკურ პროექტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემოქმედთა ახალი თაობის, ახალი იდეების და ხელოვნების ახალი სახეობების მხარდაჭერას. ამ პროგრამის განხორციელების პროცესში ფონდი ითანამშრომლებს კერძო პირებთან, ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სექტორთან.
ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული პროგრამის ძირითადი მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, რაც წვლილს შეიტანს საქართველოში ღია საზოგადოების მშენებლობასა და შენარჩუნებაში.
პროგრამის პრიორიტეტებია:
ეს სამი პრიორიტეტი ურთიერთდაკავშირებულია და მათი კომპლექსური ამოქმედება უფრო ეფექტურ შედეგს გამოიღებს.
პროგრამის სტრატეგია დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.