ფონდს ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

22.01.2010

30 ივლისს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში შედგა შეხვედრა ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან.

ახალგაზრდული პარლამენტი შეიქმნა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “ახალგაზრდული პარლამენტი ცხინვალის რეგიონში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანაზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსი”.

პროექტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის 22 სკოლიდან, არჩევნების საფუძველზე, შეირჩნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შექმნეს ახალგაზრდული პარლამენტი. პარლამენტი დაკომპლექტებულია 14-იდან 18 წლამდე მოსწავლეებით, გამოიყო სხვადასხვა კომიტეტები, რომელთა წევრებმაც უნდა მოახდინონ საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტების ინიცირება. ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს უტარდებათ ტრენინგები ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებასა და პოლიტიკური განათლების სფეროებში.

ფონდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს როგორც პროექტის აქტივობებთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე, ისე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკუთარ ხედვაზე.

 

 

გიგა ზედანია
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამა