ქალი მაიმუნით – მოკლე ჩანაწერებით და ფოტოსურათებით წარმოდგენილი კავკასია

19.02.2014

22 თებერვალს 18 საათზე ლიტერატურის მუზეუმში  (მის: გ.ჭანტურიას ქ.#8) ფოტოგრაფ იუსტინა მიელნიკიევიჩის ნამუშევრების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის სახელწოდებაა „ქალი მაიმუნით – მოკლე ჩანაწერებით და ფოტოსურათებით წარმოდგენილი კავკასია”.

როგორც იუსტინა ამბობს, ეს წიგნი მის კავკასიაში გატარებულ ცხოვრებისეულ ამბებს მოგითხრობს. რეგიონში მოგზაურობის დროს იგი  შეესწრო ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის  ვარდების რევოლუციას, ასევე აგვისტოს ომს და თავისი კვლევის შთაბეჭდილებები გადმოსცა ამ წიგნსა და გამოფენაში.

„ეს არ არის მოკლე რეზიუმე კავკასიაზე, არამედ, ჩემი კვლევების კრებული არაჩვეულებრივ ადგილზე. მაგრამ, როგორ გულდასმითაც არ მინდოდა მისი შესწავლა, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ შეკითხვა მეტი დამრჩა, ვიდრე პასუხი… „ქალი მაიმუნით” მინდა მივუძღვნა ადგილს, რომელიც არა მარტო ჩემი მეორე სამშობლო გახდა, არამედ, რომლიც შესაცნობად, არაფერს დავიშურებ” – ამბობს ფოტოგრაფი.    

გამოფენას წარმოადგენენ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო”, ლიტერატურის მუზეუმი და თბილისის ფოტო ფესტივალი.