„ქუჩის ნარკოტესტირების“ საწინააღმდეგო აქცია – “ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია!”

28.11.2013

24 ნოემბერს საქართველოს სათემო ორგანიზაციებმა ქუჩის აქცია გამართეს, რომლის მიზანიც საზოგადოების  “ქუჩის ნარკოტესტის” პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა იყო.

აქცია სამგორის მეტროსთან დაიწყო და სამინისტროს შენობასთან იმპროვიზირებული აქციით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში რჩება ერთ-ერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა მათ დახმარებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობაზე; ბოლო 6 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე გამოკვლევის მიზნით საქართველოს მასშტაბით 200 000-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა.

აქციის მხარდამჭერები იყვნენ “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”, „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი”,„ალტერნატივა ჯორჯია” და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”.