ადგილი: ღია გალერეა, ჭოველიძის ქ. 10
თარიღი და დრო: 15 თებერვალი, ოთხშაბათი, 18:00საათი
გამოფენა სახელად ”მეთოდოლოგია, ფრაგმენტები და აბსურდები არქიტექტურაში” წარმოადგენს არქიტექტურული ხერხებით დისტოპიური იდეების გამოსახულებას.
გამოფენაზე წარმოდგელი იქნება 5 პროექტი ( 1.სისტემები 2. უსასრულო სახლი 3.გეგმარებითი დეფორმაცია 4.ჰოლოგრამული ქალაქი 5.სწრაფვა ჰორიზონტისაკენ.),რომლებიც გამოხატავენ ზემოთ აღნიშნულ სამ ცნებას.
ცნება მეთოდოლოგიას წარმოადგენენ პროექტები: ”სისტემები” და ”გეგმარებითი დეფორმაცია”, რომლებშიც წარმოდგენილია ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომა არქიტექტურული პროექტირებისადმი.
მესამე ცნება მოიცავს პროექტებს: ”უსასრულო ქალაქი”, და ”სწრაფვა ჰორიზონტისაკენ”, რომლებშიც გამოსახულია ურთიერთსაწინააღმდეგო საცხოვრებელი სახლების სივრცის აბსურდული ვითარებები.
თავად გამოფენა რეაგირებს მსოფლიოსა და კერძოდ, საქართველოში არქიტექტურულ სივრცეში არსებულ სიტუაციებზე და პრობლემატიკაზე.
გამოფენის ავტორები:დიმიტრი ერისთავი
ლადო შონია
ლევან აბრამიშვილი
განსაკუთრებული მადლობა: თორნიკე აბულაძე
ლიკუნა კეიდია
ტატო ოიკაშვილი