ღია საზოგადოების ინსტიტუტი ჰაიტიზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

27.01.2010

 

ღია საზოგადოების ინსტიტუტი ჰაიტიზე, 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თანადგომას უცხადებს. 

ღია საზოგადოების ქსელის წევრი ორგანიზაციის “FOKAL”-ის (Fondation Connaissance et Liberté) მეშვეობით ღია საზოგადოების ინსტიტუტი ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფონდი  4 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.  თანხას ოთხი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია (“ექიმები საზღვრებს გარეშე”, “გადავარჩინოთ ბავშვები”,  “ქეა” და “კათოლიკური დახმარების სერვისი”) მიიღებს, რომლებიც, ამჟამად, ჰაიტიზე  დაზარალებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.  

ჯორჯ სოროსი ჰაიტის  წლების მანძილზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.  საჯარო ბიბლიოთეკების დაარსების, წყლით უზრუნველყოფის პროგრამებისა და დედაქალაქ  პორტ-ო-პრენსის ურბანული განვითარებისათვის საჭირო საქმიანობების განსახორციელებლად მან ქვეყანას 50 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. სოროსის ეკონომიკური განვითარების ფონდი კი, რომელიც სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მუშაობს, ჰაიტიზე მცხოვრებ ათასობით მეწარმეს მიკროსესხების მიღებაში დაეხმარა.

 

###

ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ნიუ-იორკის ოფისი
www.soros.org