ღია საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოწოდებით გამოდის-რადიო”თავისუფლება”

08.06.2010

ღია საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოწოდებით გამოდის-რადიო”თავისუფლება”, 14 ნოემბერი 2007

ღია საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოწოდებით გამოდის.

ღია საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოწოდებით გამოდის.ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და ღია საზოგადოების ინსტიტუტი გამოდიან მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, გამოცხადებული პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ის მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 5 იანვარს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ იმ პირობით, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამავე განცხადებაში გამოთქმულია მოთხოვნა, მალე აღდგეს მედიის თავისუფლება და შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია გაუმართლებელი დაპატიმრებების, ძალის გადაჭარბებული გამოყენების, აგრეთვე კერძო საკუთრების დაზიანებისა და კონფისცირების თაობაზე გამოთქმული ბრალდებების გამოსაძიებლად. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” მონაწილეობას მიიღებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეობის პროცესში.