ყველაფერი C ჰეპატიტზე-ცხელი ხაზი ამოქმედდა

28.04.2014

218 12 21- ცხელი ხაზი, ყველაფერი C ჰეპატიტზე.

ცხელ ხაზზე დარეკვისას თქვენ :

• მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში;

• აგიხსნიან თუ სად და რა ფასად შეგიძლიათ ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა, რომელიც აუცილებელია ფორმა 100-ის მისაღებად და იმისათვის, რომ ჩაერთოთ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში;

• თუ ხართ ინფიცირებული, შეძლებთ ჩაეწეროთ ,,პაციენტთა სკოლაში”, რომლის მეშვეობით მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას დაავადებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ. ასევე ბევრ საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებული C ჰეპატიტთან.

ცხელი ხაზი ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ და მსოფლიო ექიმები- საფრანგეთის მხარდაჭერით მუშაობს პროექტის ,,პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნას” ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ სათემო ორგანიზაციები ,,ჰეპაპლიუსი” და ,,ახალი ვექტორი”.