შავშვების, ხურვალეთის და წითელუბნის ახალგაზრდების პრობლემების ვიზუალიზაცია

17.09.2013

 

საზოგადოება ‘ბილიკი’ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების‘ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით  ‘ქართველი, ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისთვის’.   

მოცემული დოკუმენტური ვიდეორგოლები 40 წამში  გადმოსცემს კონფლიქტური ზონების მიმდებარე სოფლებში  წითელუბანში, შავშვებსა და ხურვალეთში არსებულ იმ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს უწევთ ყოფნა.  ორი ვიდეორგოლი ეხება წყლის პრობლემას შავშვების სკოლასა და სოფელ ხურვალეთში, ერთი კი წითელუბანში ნაგავსაყრელის პრობლემას აღწერს.

რგოლების სცენარებზე, კონცეფციასა და გადაღებაზე იმუშავეს საზოგადოება ‘ბილიკის’ ჟურნალისტიკის სტუდიის ახალგაზრდებმა, რომლებიც ამავე სოფლებში ცხოვრობენ.

ნაგავსაყრელის პრობლემა სოფელ წითელუბანში:

Landfill problem in Tsitelubani village from SocietyBiliki on Vimeo.

 

სასმელი წყლის პრობლემა შავშვების სკოლაში

Drinking water problem in Shavshvebi school from SocietyBiliki on Vimeo.

 

სასმელი წყლის პრობლემა სოფელ ხურვალეთში:

Drinking water problem in Khurvaleti village from SocietyBiliki on Vimeo.

 

‘ეროვნული ინტეგრაციის პროგრამას’ ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.