შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობენ

20.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით კავშირის – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბაზაზე არსებულ დღის ცენტრში განხორციელდა იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მოზიდვა, რომლებიც ადრე სახლებში იყვნენ იზოლირებულნი და არც ერთ სასწავლო თუ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არ დადიოდნენ.
მოხდა მათი ინდივიდუალური შეფასება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ და სასწავლო/სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება. აქვე მათ უტარდებათ სოციალური ადაპტაციისა და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვთა ჩართვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაობი, რაც ინკლუზიური განათლების მოდელს მიეკუთვნება.

ნოემბერში კავშირის – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბაზაზე არსებულ დღის ცენტრში, ბასტი-ბუბუს აღსაზრდელებთან და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებთან გასართობი შეხვედრები შედგა. სტუმრებმა ცენტრის ბავშვებს წარუდგინეს გასართობი ნომრები და დაურიგეს სამახსოვრო საჩუქრები. 
ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დეკემბერში გაიმართა ღონისძიებების კვირეული, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრის აღსაზრდელები.

3 დეკემბერს, თბილისში გამართულ სოლიდარობის აქციაზე, პარლამენტის შენობის წინ, ცენტრის ბავშვებმა გამვლელებს სოლიდარობის იასამნისფერი ბაფთები და ბუკლეტები დაურიგეს.
ამავე დღეს კინოთეატრ რუსთაველში, სპეციალურად ცენტრის ბავშვებისათვის, ქ. თბილისის მერიისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ იქნა შეხვედრა მ. სააკაშვილთან და გ. უგულავასთან. დღის ბოლოს ბავშვებმა ნახეს მულტფილმი და მიიღეს საჩუქრები.   

7 დეკემბერს, სასტუმრო – “თბილისი-მარიოტი” კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე განხორციელდა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – გაეროს 2006 წლის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციისა” და მისი პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაციები. კონცეფციის შემუშავების პროცრსში კავშირი – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

საღამოს ესწრებოდნენ ა.შ.შ. ელჩი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი ნ. ბურჯანაძე, ასევე საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საღამო დასრულდა კონცერტით, სადაც ესტრადის მომღერლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცენტრის აღსაზრდელებმა.

 

მასალა მოგვაწოდა: ლიკა გიორგაძემ
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის – “ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა”  კოორდინატორი