2012 წლის 15 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ღონისძიება მოაწყო “კავშირმა ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქვემოქმედო აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიერ შექმნილი ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთები.
„კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” 20-ზე მეტი წელია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვას ცდილობს. ორგანიზაცია 50-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ორგანიზაციის სახელოსნოებში (საქსოვი, სადურგლო, სანთლების სახელოსნოები, მინისტამბა, მეორადი ქაღალდების გადამუშავება, ბაღი და სამზარეულო) მიზანმიმართული შრომით ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სასარგებლო შრომაში და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზონ საზოგადოებას.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტი 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათი პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. კავშირის წევრები მონაწილეობდნენ 2011 წლის მარტში ჩატარებულ ტრენინგში მრავალფეროვნების მართვის თემაზე, ხოლო შემდგომ გაიმარჯვეს ტრენინგის მონაწილეთათვის გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში, რამაც მათ საშუალება მისცა ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დაენერგათ. პროექტის ფარგლებში კავშირის ბენეფიციარებისა და მოხალისეების დახმარებით შეიქმნა ახალი პროდუქცია მოხდა ორგანიზაციის მხარდამჭერთა მობილიზება და მოეწყო 15 მარტის ღონისძიება.
აქ შეიგძლიათ ნახოთ საგამოფენო ნივთები.
http://www.facebook.com/media/albums/?id=100001857160665