,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და სლოვაკურმა ორგანიზაციამ „მემო 98″-მა 18-20 სექტემბერს მედიაში გაშუქებული პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალაზე მედიამონიტორინგი განახორციელეს.
მედიამონიტორინგის შედეგებზე დისკუსია გაიმართა 21 სექტემბერს. შეფასებები გააკეთეს უცხოელმა მედიაექსპერტებმა ბაქერ მოინა და მარეკ მრაჩკამ.
ქარტია 11 სატელევიზიო არხის კვლევას აწარმოებდა. ეს არხებია – საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი”, „რუსთავი 2″, „რეალ ტვ”, „მაესტრო”, „მეცხრე არხი”, „კავკასია”, „აჭარა”, „25-ე არხი”, „რიონი”, „მეგა ტვ”. პროექტის ფარგლებში მონიტორინგი მხოლოდ ე.წ. „პრაიმ ტაიმს” (19 საათიდან 24 საათამდე საეთერო დრო) ეხება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ პერიოდში გასულ ახალი ამბების გამოშვებებს, პოლიტიკურ ტოქშოუებს და იუმორისტულ გადაცემებს აკვირდება.
პროექტი ხორციელდება ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით.
ნახეთ ანგარიში სრულად.
ნახეთ მასალა ვრცლას Media.ge-ზე:
„პატიმართა წამებასთან დაკავშირებული მოვლენები ჟურნალისტური ეთიკის დარღვევით გაშუქდა”