2008 წლის 2 თებერვალს ქ. თელავში კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის თელავის ფილიალის ოფისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიმდინარე პროექტის – ,,ზიანის შემცირების საადვოკაციო კამპანია”ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის თემა იყო: ზიანის შემცირების პროგრამების, წამალდამოკიდებულების პრობლემისადმი ალტერნატიული, არარეპრესიული მიდგომების პოპულარიზაცია, აგრეთვე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობისა და ნარკოტიკების მოხმარების პრობლემის შესახებ საზოგადოებისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება.
თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი
შეხვედრის მონაწილეებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს აღნიშნული საკითხების მიმართ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. შეხვედრა მიჰყავდათ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელ ჟურნალისტსა და იურისტებს.