შეხვედრა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პერსპექტივების შესახებ

21.11.2011

2011 წლის 18 ნოემბერს , ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ოფისში გაიმართა შეხვედრა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტში 2011 წლის 10-23 აგვისტოს გამართული საზაფხულო სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი, აფხაზი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.

პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ასევე საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში: ზუგდიდში, გორში და ფოთში.

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ფონდების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა აფხაზი ახალგაზრდების ჩართვა აფხაზეთიდან skype -ის მეშვეობით, რომლებიც მონაწილეობდნენ საზაფხულო სკოლაში და დამსწრე საზოგადოებას უზიარებდნენ საკუთარ შეხედულებებს ხელსაყრელი სამშვიდობო გარემოს გაზრდის აუცილებლობის, ახალგაზარდული დიალოგის გაძლიერების და სხვადასხვა სახის პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.