წელს შიდსის მსოფლიო დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საინფორმაციო კამპანიით აღინიშნა, მთავარი გზავნილი იყო – დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრმინაცია, ნული ლეტალობა.
თბილისში აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სფეროში მოღვაწე ათეულობით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, 1 დეკემბერს მწერალთა სახლში შეიკრიბა და პრესკონფერენცია და დისკუსია გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობა; ნარკოტიკების მოხმარება და ეპიდემიის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, მსმ-ემბი და სექს მუშაკები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, აივ/შიდსი და მიგრაცია.
ღონისძიება ფილმის „განახლებული მატჩი” ჩვენებით დასრულდა, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს.
შიდსის მსოფლიო დღე ევროკავშირისა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”-ს მხარდაჭერით გაიმართა.