“ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას” – პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მათი შედეგების პრეზენტაცია

22.01.2010

 

2008 წლის 4 ნოემბერს, 16 საათზე, ფონდში “ღია საზოგადოება- საქართველო” მოეწყო არასამთავრობო ორგანიზეციების – „საქართველოს  ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი („ქალთა კავშირი”)”,  “სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაცია დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებების დაცვისათვის” და ასოციაცია “ქალი და ჯანმრთელობა”  ერთობლივი პროექტის  “ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას” ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მათი შედეგების პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.  
პროექტის მიზანი იყო ქართულ – ოსური კონფლიქის დარეგულირების, რეგიონში სამშვიდობო პროცესისა და ურთიერთშორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა ქართველი და ოსი  ქალების ერთობლივი აქტიური მონაწილეობის ინიცირების გზით. პროექტის ფარგლებში დაისახა შემდეგი ამოცანები:ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხებში, ქალის როლის გაზრდა ქალთა განათლების დონის ამაღლების გზით მშვიდობის მშენებლობის კუთხით; საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის და კოორდინირებული მუშაობის ფორმატის შემუშავება;საერთო ორმხრივი ინიციატივების წახალისება კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის, მხარეების დაახლოების ხელშეწყობით;

 

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა წარმომადგენლობითი ორგანო – „საკოორდინაციო საბჭო~ (ორი ქართველი და ორი ოსი  ქალი),  თბილისსა და ცხინვალში პარალელურ რეჟიმში ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმისა და ორგანიზებისათვის. სამუშაო მიმდინარეობდა ორ ეტაპად. ჩაუტარდათ ტრენინგ – სემინარები  თბილისსა, ცხინვალსა და ბათუმში გარკვეული კრიტერიუმებით შერჩეულ მონაწილეებს (მოტივირებული ოსი და ქართველი ქალი – იძულებით გადაადგილებული, შერეული და  კონფლიქტებში მონაწილე ოჯახებიდან, პედაგოგები, ჯანდაცვის, პრესის, კულტურის და სხვა პროფესიის მუშაკები, სოციალურად აქტიური და მოტივირებულნი, 25 წელის და მეტი ასაკის.
ჩატარდა საკორდინაციო საბჭოს წევრთა შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში.
პრექტის ფარგლებში მოხდა წარსულსა და უახლოესი პერიოდის რეალობის მძიმეშედეგების თავიდან აცილების შესაძლო გზების ანალიზი  და შემუშავდა კონფლიქტების დარეგულირების რეკომენდაციებიპროექტის ფარგლებში განხორციელებული მუშაობის შედეგები არის ის უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი სამშვიდობო რესურსი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე შესაძლოა გამოყენებული იქნას ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებისა და ქართველი და ოსი ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად.  მონაწილეებმა, მათ ვინც გაიარა სწავლება პროექტის ფარგლებში, დადებითად შეაფასეს პროექტი რომელიც თითოეულს დაეხმარა საზოგადოებაში საკუთარ თემთან მუშაობის ჩვევების შეძენაში. შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე თუ როგორ მოხერხდეს სამოქალაქო სამშვიდობო ინიციატივების მეტი გავლენა პოლიტიკაზე.

 

 

მიხეილ მირზიაშვილი
ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამა