6 ივლისს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში გაიხსნა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობს 9 მხატვარი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. წარმოდგენილია დავით ბაძაღუას, ნოდარ გიუნაშვილის, ტანია გოგინოვას, ალეკო კახნიაშვილის, გიორგი მელიქიშვილის, ზურაბ ჭედიას, მერაბ ჭოველიძის, გიზო ხუბუასა და ვალერი ჯობავას ნამუშევრები.
გამოფენილ ნამუშევრებს შორის არის 22 ტილო და რამდენიმე სკულპტურა.
გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოქმედების გაცნობა საზოგადოებისთვის.
გამოფენის ორგანიზატორია “კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის” “ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.
გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. შესვლა თავისუფალია.