წიგნის პრეზენტაცია: ”ქალები და მამაკაცები-ნამდვილი ამბები”

26.01.2010

წიგნის პრეზენტაცია:
“ქალები და მამაკაცები-ნამდვილი ამბები”
 

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში ახლად გახსნილმა “ღია გალერეა”-მ   წიგნისა და დისკის  “ქალები და მამაკაცები-ნამდვილი ამბები” პრეზენტაციას უმასპინძლა. გამოცემა “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. წიგნის გამოცემის მიზანია  სამხრეთ კავკასიაში კულტურული და სამშვიდობო დიალოგის, ასევე  სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, წიგნის გმირებად გვევლინებიან ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, აფხაზი, ყარაბაღელი, ოსი ქალები და მამაკაცები. მოცემული გამოცემა, წარმოადგენს მესამე ტომს ციკლიდან “ნამდვილი ამბები”. 

თავდაპირველად, ჟანრი “აუდიოდღიური” BBC-ში 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. მას შემდეგ ამ პროექტმა მთელი მსოფლიო მოიარა.  2002-2006 წლებში “ნამდვილი ამბები” სამხრეთ ოსეთის რადიო ეთერში აუდიოდღიურის ფორმით გადიოდა. აუდიოდღიურები სამხრეთ კავკასიაში თავდაპირველად განიხილებოდა პილოtული პროექტის სახით და მასში ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები მონაწილოეობდნენ, რომლების თანამემამულეებისგან ზეპირ ისტორიებს აგროვებდნენ.  ამბების შეგროვების იდეის ჩასახვიდან  4 წელიწადში 1800-ზე მეტი აუდიო დღიური შეგროვდა, რომელთა ეთერით გადაცემა ხდებოდა როგორც ქართული და აფხაზური რადიოსადგურების, ასევე რუსული რადიოსა და BBC-ს მეშვეობით.   

ამ კრებულის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოიცავს 12 აუდიო დისკს, რომელიც წიგნში შემავალ ისტორიებს აერთიანებს.

 

ნინო კიკნაველიძე
ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა