წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები

12.11.2013

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია პორტალი” სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” წინასაარჩევნო პერიოდში ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

მომხსენებლები:

ნათია აბრამია – „მედია პორტალი”, BBC-ის ახალი ამბების პროდიუსერი

მანანა ვარდიაშვილი – „მედია პორტალი”, პროექტის დირექტორი

პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. მონიტორინგი მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში ხუთი სატელევიზიო არხის: საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის”, „რუსთავი 2-ის”, „მაესტროს” და „კავკასიის” პრაიმ-თაიმში (19:00სთ-24:00 სთ).

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების, ტენდენციებისა და განსაკუთრებულად საინტერესო შემთხვევების მოკლე მიმოხილვა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.