ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის

09.09.2014

 გიორგი ახმეტელი მაკეინის ინსტიტუტის შემდეგი თაობის ლიდერების ათი კურსდამთავრებულიდან ერთერთია. პროგრამის დამთავრების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და ამერიკაში მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას აპირებს. გიორგი ხელმძღვანელობ არასამთავრობო ორგანიზაციასხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, რომელიც სპინალური დაზიანების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ორგანიზაციამ პირველი გრანტი ფონდღია საზოგადოებასაქართველოსგან‘ 2011 წელს მიიღო. მას შემდეგ იგი წარმატებით აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ორგანიზაცია აქტიურად იქნება ჩართული გაეროს 2006 წლის კონვენციის შესაბამისად შშმპ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში. 

ნახეთ ვიდეო