7-9 სექტემბერს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მხარდაჭერით, ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის მიერ თბილისში ჩატარდა რეგიონული სემინარი საზოგადოებრივ დამცველთა სამსახურების მენეჯერთათვის.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, მოლდოვის, ბულგარეთის იურიდიული დახმარების სამსახურების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზაციის, პერსონალის მრთვის, ადვოკატთა ხარისხის კონტროლისა და მართლმსაჯულების ორგანოებთან ურთიერთობის საკითხები. მომხსენებლები კოლეგებს მათი ქვეყნების იურიდიული დახმარების სისტემის სპეციფიკასა და ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილება გააცნეს.