ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები- ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

20.10.2010

ფონდ  “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის და მედიის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 16, 17 და18 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”.

ჯანდაცვის სფეროს მოწვეული ექპერტები დავით გზირიშვილი, თიკო ცომაია და გივი ჯავაშვილი  მონაწილეებთან ერთად სამი დღის მანძილზე განიხილავდნენ ჯანმრთელობის საკითხების გაშუქების სპეციალურ ხერხებს, დაზღვევის, ჰოსპიტალური რეფორმის, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უფლებებსა და სამედიცინო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სემინარი მოდელირებული ინტერვიუების, ლექციის და კონკრეტული კაზუსების განხილვის ფორმით წარიმართა, რაც მომავალში ჟურნალისტებს დაეხმარება სწორად განსაზღვრონ რესპონდენტები ჯანდაცვასთან დაკავშირებული მასალის მომზადებისას, გაითვალისწინონ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, განსაზღვრონ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ დარგის ექსპერტს, როგორ აიცილონ თავიდან სამედიცინო ჟარგონი და როგორ აქციონ ჯანდაცვის ამბავი რიგითი მკითხველისთვის მიმზიდველი.

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

მონაწილე ჟურნალისტების სია