ბოლო ათწლეულების განმავლობაში მწვანე საფარი მკვეთრად კლებულობს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. უსისტემოდ ხდება ზრდასრული, საღი ხეების ჭრა და დარგვა.
დამატებით პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის პასიურობა – ეკოლოგიასა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ადამიანებმა არ იციან, როგორ დაიცვან ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება.
2013 წლის ოქტომბრიდან საინიციატივო ჯგუფი „პარტიზანული მებაღეობა” ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ზრუნავს თბილისის და მისი შემოგარენის მწვანე საფარის აღდგენაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეების ჩართვაზე ურბანული გარემოს დაცვის პროცესში.
პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეოკლიპები და გაშუქდა შემდეგი საკითხები:
1. ხის როლი დაბინძურებულ გარემოში;
2. მოწოდება ხეების გამრავლებასა და დარგვაში მოსახლეობის ჩართულობისაკენ;
3. მეტი ინფორმაცია პრიორიტეტული ხეების შესახებ, ჰაერის მავნე შენარევებისაგან გასაწმენდად.
პროექტის ფარგლებში მოხდა ფართო საზოგადოების ინფორმირება და მობილიზება „პარტიზანული მებაღეობის” საქმიანობის მხარდასაჭერად.
გაზაფხულიდან დაიწყება ხეების დარგვის აქციები დიდ დიღომში, რომელში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება.