ჯილდო პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის

03.12.2013

დღეს, 3 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში – ვასრულებთ დაპირებას”.

კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სფეროში 2013 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის, არსებული გამოწვევების და სამომავლოდ დასახული გეგმების გაცნობა.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო”  მიიღო ჯილდო პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფონდმა განახორციელა არაერთი პროექტი, კერძოდ c ჰეპატიტის დიაგნოსტირების და მკურნალობის დანერგვა პენიტენციურ სისტემაში, ჯანდაცვის უფლების განხორციელების შესწავლა ქალთა ციხეში, ციხეში ჯანდაცვის მონიტორინგი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის როლს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში.