ჯიპას სტუდენტებმა ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების თემაზე PR კამპანიები წარადგინეს

06.03.2014

20 თებერვალს ფრონტლაინ კლუბში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (ჯიპას) საზოგადოებასთან ურთიერთობის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა,  ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის თემაზე დაგეგმილი კამპანიების პრეზენტაცია გამართეს.

სტუდენტემა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების თემა პოპულარული გახადო.

სტუდენტების მიერ მომზადებული PR კამპანიები ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა პრობლემებს,, გენდერული უთანასწორობას და სისხლის უსასყიდლო დონაციას.

ჟიურიმ (რომლის შეამდგენლობაშიც იყვნენ: ბიძინა ბარათაშვილი, ჯანა ჯავახიშვილი, ნინო კიკნაძე, თიკო ნაჭყებია, რუსუდან თევზაძე) შეარჩია კამპანიებიდან საუკეთესო ორი პროექტი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადაეცათ.

პროექტი „კომუნიკაცია ჯანმრთელობის უფლებებისათვის”- ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ჯიპას სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით  ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების თემაზე ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა.