10 მითი ასოცირების ხელშეკრულების შესახებ- ახლა უკვე უსინათლოებისათვის

08.05.2014

 

8 მაისს, ფონიჭალის უსინათლოთა დასახლებაში ბრაილის შრიფტით მომზადებული პუბლიკაციის „10 მითი ასოცირების ხელშეკრულების შესახებ” პრეზენტაცია გაიმართა. ევროპული კვირეულის ფარგლებში პუბლიკაცია ერთობლივად გამოსცეს  ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა.

შეხვედრა ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა, თამარ მედულაშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ და  მარიკა რაქვიაშვილმა, ევროპულ და ევროინეტრგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გახსნეს. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ მითებზე, რაც ფართოდ ვრცელდება საზოგადოებაში. ისაუბრეს შეთანხმების შინაარსზე,  რომელსაც ხელი ივნისის ბოლოს უნდა მოეწეროს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე კრიტიკული თემა წამოსწიეს, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონიც. 

პუბლიკაცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  მომზადდა.