10 რჩევა უსინათლო ადამიანთან ურთიერთობის შესახებ

08.06.2022
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი წლების მანძილზე ხელს უწყობს დამოუკიდებელი და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უსინათლო ადამიანებთან ურთიერთობისათვის რეკომენდაციების კრებული ამ საქმიანობის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას მხედველობის სირთულის მქონე ადამიანების გამოცდილებას გაუზიარებს. მოწოდებული რეკომენდაციები აპრობირებულია, მაგრამ არა უნივერსალური და არ გამორიცხავს ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებას უსინათლო ადამიანთან ურთიერთობისას.
  1. ნუ დავტოვებთ უსინათლო ადამიანს ცარიელ სივრცეში. მას ორიენტირები სჭირდება
  2. ისაუბრეთ საშუალო სიჩქარით და გარკვევით
  3. დაჯდომისას, უსინათლო ადამიანს ხელი სკამის ზურგზე დაადებინეთ და არ უბიძგოთ სკამისკენ
  4. ვიდრე დახმარებას აღმოუჩენთ, დააზუსტეთ სჭირდება თუ არა დახმარება და რაში
  5.  წარუდგინეთ სივრცეში მყოფი ყველა ადამიანი, ვინც გახლავთ
  6.  ნუ მიანიშნებთ უსინათლოს ხელით ან მიმიკით და მისათითებლად გამოიყენეთ სიტყვები- შენგან მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან
  7. გაცილებისას უსინათლო გამცილებელზე ერთი ნაბიჯით უკან უნდა იდგეს, სასურველია მარჯვნივ. აღწერეთ წინაღობები
  8. უსინათლოსთან საუბრისას ისევე დაიცავით პირადი სივრცე, როგორც მხედველთან დაიცავდით
  9. მიმართეთ უშუალოდ მას და არა თანმხლებს
  10. გაითვალისწინეთ ინდივიდუალური და სპეციფიური საჭიროებები, რაც, ისედაც გასათვალისწინებელია ყველა ადამიანთან ურთიერთობისას.