2010 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, II გამოფენა-ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 43 არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია იღებდა. ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ხელნაკეთი ნამუშევრები და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები გამოფინეს.
ღონისძიება ფოტო მასალების, სოციალური კლიპების, სტატიების, დოკუმენტური ფილმების, ტელე- რეპორტაჟების, პროექტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების პრეზენტაციებით დაიწყო.
გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა დისკუსიები თემებზე:
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ხელოვნების წარმომამადგენლებიც შედიოდნენ, ათ სხვადასხვა ნომინაციაში თერთმეტი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა ცნობილი:
გამოფენა-ფორუმში ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოც” მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, გარდა ზემოთჩამოთვლილი გამარჯვებულებისა, ფონდმა სპეციალური პრიზები გადასცა ინტერნეტ ტელევიზიის (ITV) ჟურნალისტს ნუცა კოპალიანს 2010 წლის 5 მარტს გასული სიუჟეტისთვის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თანაბარი უფლებებისთვის” და ტყიბულის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს გურამ ქასრაშვილს სოციალური რგოლისთვის “…და მაინც ზედმეტად ქცეული”.
“ძალიან დიდია მას მედიის როლი საზოგადოების ჩართვის და მონაწილეობის სტიმულირების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა რეგიონებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წაგვეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ამ თემებზე საზოგადოების ინფორმირებას და საზოგადოების ჩართულობას უწყობენ ხელს. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვისაუბრებთ ამ თემაზე, რა რაკურსს ავირჩევთ იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ამ ადამიანების რეალურ პრობლემას, რომ ეს ადამიანები საჭიროებენ მხოლოდ თანადგომას და არა შეცოდებას, არიან შრომისუნარიანები და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ბევრად მეტი სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას, ვიდრე ე.წ. ჯანმრთელმა ადამიანებმა. ვფიქრობთ, რომ ორივე ნამუშევარში საკითხი სწორი კუთხით არის გაშუქებული,”- აღნიშნავენ ფონდის წარმომადგენლები.
ჟურნალ ”ლიბერალის” ჟურნალისტმა მარიკა ქოჩიაშვილმა კომპანია ზარაფხანასგან დამატებითი პრიზი მიიღო საზოგადოების ინფორმირებულობისა და სურათისათვის “ჩემი საუკეთესო მეგობარი” ; მსოფლიოს ინვალიდობის ინსტიტუტმა (WID) ნომინაციაში “მოსწავლეებს შორის საუკეთესო ვიდეო რგოლი” მონაწილე ათივე სკოლა დააჯილდოვა. ყველა გამარჯვებულს დამატებითი პრიზები გადასცა კომპანია ჯეოსელმაც.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის”, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” და “პირველი ნაბიჯი საქართველოსთან” ერთად.
დამატებითი ინფორმაციისათვის გამოფენა-ფორუმის შესახებ ეწვიეთ კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ვებ გვერდს.