15 ოქტომბერს ქ.ჟენევაში ჩატარდა ქართული და რუსული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციათა შეხვედრა.

22.01.2010

 

ქართული და რუსული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციათა 15 ოქტომბრის ჟენევის  მოლაპარაკების მიმართვა:

პატივცემულო მონაწილენო, ჩვენ, ამ მიმართვის ხელმომწერნი, დაბეჯითებით მოგიწოდებთ ადამიანის უფლებები აქციოთ კონფლიქტის მოგვარების უმთავრეს პრიორიტეტად. ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ დაარღვია, რის გამოც ყველაზე მეტად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა.

მოგიწოდებთ მოლაპარაკების მონაწილეებს, საჯაროდ აღიაროთ ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ფუნდამენტური უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდეს შინ. მოლაპარაკების განსაკუთრებული საგანი უნდა გახდეს დაბრუნების უფლების განხორციელება, რისთვისაც უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები.

ადამიანთა უფლებების პრიორიტეტი (საქართველო);
SOVA ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრი (რუსეთი);
საერთაშორისო ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ;
საერთაშორისო ახალგაზდრობის ადამიანის უფლებების დაცვის მოძრაობა;
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (საქართველო); 
კავშირი – ახალი თაობის ინიციატივა (საქართველო);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საქართველო);
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი (რუსეთი);
ცენტრი დემოსი (რუსეთი);
კლუბი ომის წინააღმდეგ (რუსეთი);
ფონდი “საჯარო ვერდიქტი” (რუსეთი);
დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა განვითარების ცენტრი (რუსეთი);
სამოქალაქო დახმარების ასოციაცია (რუსეთი);
ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი მემორიალი (რუსეთი);
მოძრაობა ადამიანის უფლებებისათვის (რუსეთი);
საქმოქალაქო განვითარების სააგენტო (საქართველო);
ჯარისკაცთა დედათა კომიტეტი (რუსეთი);
სამოქალაქო საბჭო (საქართველო);
კავშირი 21-ე საუკუნე (საქართველო);
კონფლიქტისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო ცენტრი (საქართველო); საქართველო ნატო-სათვის (საქართველო);
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (საქართველო);
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” (საქართველო);
IPM ჯგუფი (საქართველო);
ასოციაცია სტუდია “რე” (საქართველო).


ლანა ღვინჯილია
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის პროგრამა