19 დეკემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” პრეზენტაცია.

21.01.2010

19 დეკემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” პრეზენტაცია. 

კოალიციის დამფუძნებელი და წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: “`ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “კივიტას გეორგიკა”, “მწვანე ალტერნატივა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, ფონდი “ღია საზოგადოება  საქართველო”.

კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” მიზანია, საქართველოსთვის დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომი კრიზისის დასაძლევად  დაპირებული 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობა. კოალიცია გეგმავს ფართო მასშტაბიანი მონიტორინგის, ადვოკატირების და საინფორმაციო კამპანიის წარმართვას ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად.

პრეზენტაციაზე, კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კოალიციის დაგეგმილი პროექტები დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსურ დახმარებთან მიმართებაში.

– ჩვენ  მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო დახმარებას შეუძლია  მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ მისი არასწორი ხარჯვის შემთხვევაში ეს ზეგავლენა უარყოფითი იქნება, თქვა ფონდის  “ღია საზოგადოება – საქართველო” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

პრეზენტაციის დასასრულს კოალიციის წევრებმა ხელი მოაწერეს კოალიციის თანამშრომლობის მემორანდუმს.       

(ჩამოტვირთეთ)…     

 

ირინა ლაშხი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა (ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულება)