19 ნოემბერს ფონდის ”ღია საზოგადოება–საქართველო

19.11.2009

19 ნოემბერს, 15:00სთ-ზე ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში კოალიცია “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” პრეს-კონფერენციას გამართავს,  რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიის ფარგლებში, “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან დაკავშირებული პრობლემის გამო დაიგეგმა.

 

უმთავრესი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული პროექტის განსახორციელებლად ისეთი მარშრუტი აირჩია, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებულ ეროვნული პარკს.

ეს პროექტი ითვალისწინებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია-მშენებლობას (დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე). პროექტის დაფინანსებისათვის განსაზღვრულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებისათვის განსაზღვრულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) კრედიტი (სულ დაახლოებით 250 მლნ ევრო), რომელიც გამოყოფილია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით საქართველოსთვის გამოყოფილი 4,55 მილიანდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ფარგლებში.

პრეს-კონფერენციის დღის წესრიგი (ჩამოტვირთეთ)

ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულება