5 თებერვალს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” საგამოფენო დარბაზ “ღია გალერეაში” ფერმწერის ნათია ოჩიგავას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “რეალობის მიღმა-წითელი კატის ზოლებიანი კაბა” გაიხსნა.
თურქეთში მოღვაწე მხატვრის ნამუშევრები ქართულ საზოგადოებას მხოლოდ ერთხელ, 90-იანი წლების დასაწყისში წარედგინა. “შავი, დაუმუშავებელი მარგალიტი, რომელიც საქართველოდან თურქეთში ზღვამ გამორიყა”- ასე მოიხსენიებდა მას თურქული პრესა. მისი შემოქმედება ხასიათდება სამყაროს ბავშვური აღქმით.
მის ნამუშევრებში ასახულია ცხოვრების განსხვავებული ეტაპები. სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედება ერთ ხაზს არ მიჰყვება. მის შემოქმედებაში ასევე ნათლად ჩანს პროტესტი სუსტი სქესის ჩაგვრის წინააღმდეგ.
გამოფენა 19 თებერვლამდე გაგრძელდება.