პროექტი, რომელიც ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მიზნად ისახავდა ბავშვებისა და სამხედრო პირების ფსიქოდიაგნოსტიკასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ბავშვების მოცვა მობილური ჯგუფების საშუალებით ხდებოდა ქ. გორში და მიმდებარე სოფლებში (ძირითადად, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში). სულ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 471 ბავშვს. პროექტის წარმატებულ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობები იძულებით ადგილნაცვალი პირების ჩასახლების ობიექტებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დევნილი მოსახლეობის პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თეა ახობაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების მენეჯერი