2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური სექტებრის თვეში გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებს ასახავს. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
– სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
– ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;
– მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;
– პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.
ნახეთ ანგარიში სრულად.