20– 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება რამდენიმე ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა და პროფესიონალთ კავშირი “ჩვენი ბავშვები” გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
21 მარტს, დილიდან იგეგმება მსვლელობა, რომელშიც მოხალისეები თბილისის მასშტაბით დაარიგებენ ფლაერებს დაუნის სინდრომის შესახებ.
16:00 სთ-ზე, კავშირი “ჩვენი ბავშვები”გეპატიჟებათ , ფონდ «ღია საზოგადოება საქართველოში», «ღია გალერეაში» ,სადაც გაიმართება დამზადებული სოციალური კლიპებისა და ახლადგამოცემული სახელმძღვანელოების „უხეში მოტორიკა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში“ და „როგორ ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კითხვა“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.