ა.წ 24 ივნისს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით, ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ასოციაციამ გამართა პროექტის “ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება” პროექტის შედეგების პრეზენტაცია.
ლეიკემია ბავშვთა ასაკის ყველზე ხშირი სიმსივნური დაავადებაა (ბავშვთა პოპულაციის სიმსივნური დაავადებების 35%-ზე მეტს შეადგენს).
1994 წლიდან თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქიმიოთერაპიის დანერგვის სედეგად ლეიკემიით დაავადებული ბავშვების 70%-ზე მეტს გაუჩნდათ გადარჩენისდ შანსი. ბოლო 16 წლის მანძილზე განკურნებულ პაციენტთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. მკურნალობაში მიღწეული ოპტიმისტური შედეგები კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და მათი სოციუმში ინტეგრაციის საკითხებს.
“ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ასოციაცია”, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიასთან არსებულ მიწის ნაკვეთზე (ვინაიდან ეს საავადმყოფო ერთადერთია, სადაც ასეთი სახის პაციენტებს მკურნალობენ) ააშენა 250 კვ.მ სასტუმროს ტიპის სახლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.
ფონდის დახმარებით მ. იაშვილის სახ. ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პაციენტები და მათი ოჯახის წევრები “მშობელთა სახლში” ცხოვრობდნენ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, მათი ყოფითი პირობები შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებთან; ბავშვები სარგებლობდნენ ფსიქოლოგის მხარდაჭეით, ართ-თერაპევტთან ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამების საშუალებით იმსუბუქებდნენ მძიმე დიაგნოზით მიყენებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.
პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სტუდენტებმა, ეს იყო პირველი ქმედითი მხარდაჭერა რაც განხორციელდა არა მარტო “მშობელთა სახლის” არამედ ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ფარგლებშიც;
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები “სოციალური ბიზნესის” დასაწყებად და ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა.