26 ივნისს, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პრესკონფერენცია თემაზე:
“ადამიანი არ უნდა იყოს სტიგმატიზირებული და დისკრიმინირებული იმის გამო, რომ იგი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული”.
ამ დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ გზავნილში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს წევრ ქვეყნებს შეახსენა, რომ მათ ,,პატივი უნდა სცენ წამალდამოკიდებული პატიმრების უფლებებს, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული სხვადასხვა ბრალდებებით იხდიან სასჯელს.
განსაკუთრებული ყურადღება ამ ადამიანების სიცოცხლის უფლებასა და მათ მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანას უნდა მიექცეს.
მე ასევე მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები მკურნალობის და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობით. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს სტიგმატიზირებული და დისკრიმინირებული იმის გამო, რომ ნარკოტიკებზეა დამოკიდებული.”
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აზრით აღნიშნული მიმართვა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის, რადგან კვლავ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მკურნალობის გავლის შესაძლებლობა არ აქვს. აღნიშნული პრობლემა კი უფრო მწვავდება ჯანდაცვის ბიუჯეტის შემცირების პირობებში.
ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანიების “რუსთავი 2” და ,,კავკასია” მიერ, პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთებში ,,24 საათი”, ,,ახალი თაობა”, ,,რეზონანსი”.
ჩამოტვირთეთ პან გი მუნის მიმართვის სრული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება- საქრთველო”
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი