27 ივნისს სრულდება 7 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.
“საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა” როგორც ხელმოწერისას ამ შეთანხმებას უწოდეს, ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებაში უწყობს ხელს.
შვიდი წლის თავზე მიღწეული შედეგები არათანაბარია. არის მიმართულებები, სადაც საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით დადებითი ცვლილებები შეინიშნება, განსაკუთრებით შრომის უფლებებისა და თანასწორობის კუთხით.
საკვანძო სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და უმცირესობათა უფლებები რეფორმირებისა და წინსვლის ნაცვლად, მდგომარეობა მეტად დამძიმებულია.