28 სექტემბერს სასტუმროში “თბილისი მერიოტი” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ჟურნალისტებმა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ფორუმში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა 60-ზე მეტმა მედია-ორგანიზაციამ მიიღო.
შედგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული მონაცემთა ბაზის “სამართლიანი თამაშის” პრეზენტაცია.
ფორუმის ბოლოს ხელი მოეწერა ევროპის საბჭოში გასაგზავნ წერილზე.