29 ნოემბერს განახლებულმა ფორნტლაინ კლუბმა თბილისის მედიაკონფერენცია 2013-ს უმასპინძლა

02.12.2013


თბილისის მედიაკონფერენცია წელს მეორედ გაიმართა.

ღონისძიება განახლებულ ფრონტლაინ კლუბში (ლადო ასათიანის 62) ფონდ „ ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახნა.

ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე  სახელმწიფო უწყებების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო და ადგილობრივმა მედიაექსპერტებმა ისაუბრეს ოთხ ძირითად თემაზე:

 

  • ახალი პოლიტიკური რეალობის გავლენა მედიაზე
  • ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები,
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა
  • მედიის ფინანსური გამჭვირვალობა და სარეკლამო ბაზარი

ყოველი პანელის შემდეგ გაიმართა დისკუსიები, რომლის მიზანიც ქართულ მედიაში არსებული ვითარების განხილვა და განვითარების პერსპექტივაზე მსჯელობა იყო.

კონფერენციის თემებისა და მომხსენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე  www.mediaconference.ge 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო”.

იხილეთ ფოტოგალერეა