იმისათვის, რომ მარგინალურ ჯგუფებზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკეთ გაიგონ მათ სფეროში არსებული პრობლემები და შესაბამისად მოძებნონ პრობლემათა გადაჭრის გზები ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის პროექტმა, აწ. მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები”.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციიდან, პალიატიური მზრუნველობის ასოციაციიდან, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოდან, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციიდან, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდიდან, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრიდან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.