საგანმანათლებლო სერვისი პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

14.10.2020

2020 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება დაიწყო.

პირველი გაკვეთილი ბავშვთა ჰოსპისში  „ციცინათელების ქვეყანაში“ ჩატარდა, სადაც ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლის სპეციალური განათლების პედაგოგები, ბავშვებს და მოზარდებს საგანმანათლებლო სერვისებს აწვდიან.

პროექტი ხელს უწყობს  პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ბავშვებისთვის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში საგანგებოდ შემუშავებული გაკვეთილების საშუალებით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალური გეგმის მიხედვით.

სწავლების პროცესს მულტიპროფილური ჯგუფი უძღვება შემდეგი შემადგენლობით: ფსიქოლოგი, მუსიკის თერაპევტი, თამაშის თერაპევტი, ართტ-თერაპევტი და ქცევის ტერაპევტი.

პალიატიური ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თამაშების თერაპიას სხვადასხვა სათამაშოების და თოჯინების გამოყენებით, რომელიც ბუნებრივი თვითგამოხატვის, ემოციების გაზიარების პროცესია; წამყვანი როლი აქვს არტთერაპიას და მუსიკას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დადებითი ემოციების წინ წამოწევას და ემოციების მართვას.