8 ოქტომბერს კლუბი ”ფრონტლაინ ჯორჯია” გაიხსნება

08.10.2010

8 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) შედგება ,,ფრონტლაინ ჯორჯია” კლუბის გახსნის ცერემონია. ,,ფრონტლაინ ჯორჯია” კლუბი დაარსდა ლონდონის ფრონტლაინ კლუბის მოდელის მიხედვით ღია საზოგადოების ინსტიტუტის მედია პროგრამისა და ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. კლუბი მოიაზრება, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ადგილი, სადაც შეიკრიბებიან ჟურნალისტები,საზოგადოების წარმომადგენლები,  სტუდენტები და ინტელექტუალები და იმსჯელებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.  კლუბში გაიმართება საუბრები, ფილმების ჩვენება, გამოფენები და მასტერკლასები. კაფე ფრონტლაინის დიზაინის შერჩევა და მისი მართვა პოპულარული  ,,ლიტერატურული კაფეების” ჯაჭვთან თანამშრომლობით განხორციელდება. ამ კლუბის გახსნამ უკვე პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებში და შეფასებულ იქნა, როგორც ,,მისასალმებელი სიახლე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.”     

ჩამოტვირთეთ მოსაწვევი.

მოგვწერეთ კომენტარი Facebook-ზე.