დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება თუ ოჯახური გარემო

22.02.2017

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ასობით ადამიანი დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ცხოვრობს. ზოგიერთ მათგანს გაუმართლა და მცირე ზომის საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მოხვდა, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება მიიღო.

მახო ღუღუნიშვილის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტური ფილმში გურჯაანის მცირე საოჯახო ტიპის ბენეფიციარი გიორგი ალიაშვილი მოგვითხრობს საკუთარ ისტორიას დიდი ზომის ინსტიტუციიდან საოჯახო ტიპის საცხოვრისამდე.



დოკუმენტური ფილმი მომზადებულია  საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მხარდაჭერით მოძრაობა ცვლილებებისთვის პროექტის ფარგლებში.