კოალიცია საქმიანობისთვის თანასწორობის ანგარიში 2016-2017

30.03.2018

ეს არის კოალიცია “თანასწორობისთვის“ რიგით მესამე ანგარიში, რომელიც მოიცავს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს.

ანგარიშში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ წარმოებული საქმეები სახალხო დამცველის აპარატში, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში. საქმეები ეხება დისკრიმინირებული ჯგუფების მდგომარეობას და თანასწორობის არსებული მექანიზმების ეფექტიანობას მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების დასაცავად.