2006 წლის 21 დეკემბერს სასტუმროში “თბილისი მარიოტი” გაიმართა პროექტის – “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგი” შედეგების პრეზენტაცია.
“ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგი” ფონდის «ღია საზოგადოება – საქართველო” და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ერთობლივი პროექტია, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურად მონაწილეობს კოალიცია “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის”.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აშშ-ს მთავრობისგან მიღებული “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა” წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, კოალიციამ “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” გადაწყვიტა ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობა.